.

ავტორი (ები): რისმაგ გორდეზიანი

ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001248/
ავტორის შესახებ

რისმაგ გორდეზიანი დაიბადა ქ. თბილისში 1940 წლის 9 ივნისს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1967-1976წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006წწ. კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-2006წწ. კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1993-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ილიადის" ხომალდთა კატალოგი"-ისტორიულ-ფილოლოგიური ანალიზი“, დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰომეროსის ეპოსის ფორმირებისა და ერთიანობის პრობლემა", დაიცვა 1974 წელს.