.

ავტორი (ები): ჰენრი რაიდერ ჰაგარდი

ავტორის შესახებ

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი (ინგლ. Henry Rider Haggard; დ. 22 ივნისი, 1856 — გ. 14 მაისი, 1925) — ინგლისელი მწერალი, სათავგადასავლო რომანების ავტორი. „დაკარგული სამყაროს“ ქვეჟანრის შემქმნელი.

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი დაიბადა ნორფოლკის საგრაფოს სოფელ ბრადენჰემში, ინგლისში. ოჯახში იგი ათიდან მერვე შვილი იყო. მისი მშობლები იყვნენ სერ უილიამ მეიბომ რაიდერ ჰაგარდი და ელა დოვეტონი. მამა ადვოკატი იყო, ხოლო დედა — მწერალი და პოეტი.

როდესაც წამოიზარდა, ჰენრი ჰაგარდი სასწავლებლად გაგზავნეს ოქსფორშირში, სოფელ გარსინგტონში ჰ. ჯ. გრეჰემთან. თავისი უფროსი ძმებისგან განსხვავებით, რომლებმაც საჯარო სკოლები დაამთავრეს, ჰენრიმ იფსვიჩის გრამატიკულ სკოლაში დაიწყო სწავლა. სწორედ ამიტომ, მამამისი მის განათლებაზე უფრო მეტ თანხას ხარჯავდა, ვიდრე ოჯახის სხვა წევრებზე.

მას შემდეგ, რაც ჰენრი ჰაგარდი სამხედრო სასწავლებელში ვერ მოხვდა, ლონდონში გაგზავნეს ბრიტანეთის „ფორინ-ოფისში“ ჩასაბარებლად.