ფრედერიკ ბეგბედერი, (ფრანგ. Frédéric Beigbeder, დ. 21 სექტემბერი, 1965, ნეილი-სურ-სენი) — ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი.
ბეგბედერმა განათლება მიიღო მონტენისა და ლუი-ლე-გრანის ლიცეუმებში. შემდეგ დაამთავრა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება აქვს მიღებული მარკეტინგშიც.
1990 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი: „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“, რის შემდეგაც ხდება ერთ-ერთი დიდი სარეკლამო სააგენტოს რედაქტორი. პარალელურად თანამშრომლობს, როგორც კრიტიკოსი და ქრონიკების ავტორი ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Elle, Paris Match, Voici, VSD. მონაწილეობას იღებს სატელევიზიო გადაცემებში ლიტერატურის შესახებ.
1994 წელს გამოდის მისი მეორე რომანი „არდადეგები კომაში“. 1997 წელს ბეგბედერი წერს რომანს „სიყვარული გრძელდება სამი წელი“, რაზეც რეჟისორი მარკ მარონიე ტრილოგიას იღებს. 1999 წელს „გალიმარი“ გამოსცემს მის ნოველათა კრებულს "ნოველები ექსტაზის დროს".