სერგო ედიშერაშვილი დაიბადა 1951 წლის 21 ივნისს.
1974 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და გახდა ახალი ამბების მოსკოველიკორესპონდენტი საქართველოში. პირველი ფოტო 14 წლისამ გადაიღო. ზუსტად 20 წლის შემდეგ, სერგო მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთაშორის დასახელდა. გარდაქმნის პერიოდში, წამყვან ფოტოგრაფებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მასშტაბურ ფოტოპროექტში „ერთი დღე საბჭოთაკავშირის ცხოვრებიდან“.
1989 წელს სერგო ედიშერაშვილი საქინფორმის ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი გახდა. მას უმუშავია „როიტერში“, „ასოშიეიტედპრესში“ და უთანამშრომლია მსოფლიოს მრავალ გამოცემასთან. ასევე, გადაღებული აქვს ჩეჩნეთის, მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის საომარი მოქმედებები. მას 12 ფოტოალბომი აქვს გამოცემული. უცხოეთში არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა ჰქონია.