ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1966 წელს.
1958-1966წწ. თამაშობდა თბილისის "პოლიტექნიკის" რაგბისტთა გუნდში; სხვადასხვა წლებში მუშობდა ქ. ქუთაისის მე-4 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; კომბინატ "საქნახშირის" საპროექტო განყოფილების უფროსად; სსრკ მშენბანკის ქუთაისის განყოფილების უფროს ინჟინრად; დასავლეთ საქართველოში არის რაგბის პიონერი; 1967 წელს ტრესტის ბაზაზე შექმნა რაგბისტთა პირველი გუნდი - ქუთაისის "მშენებელი", რომელიც რამდენჯერმე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი; 1990-1996წწ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს - "ქართულ-ებრაული ურთიერთობები"; 1972 წლიდან იყო გაზეთ "ქუთაისის" და "სოფლის ცხოვრების" შტატგარეშე კორესპონდენტი. ამავე წლიდან ეწევა პროფესიონალურ ლიტერატურულ და მეცნიერულ კვლევით მუშობას; მისი მეცნიერული ნაშრომი "ჰურიათა ქართველთა" კავკასიური წარმომავლობის შესახებ ახალ ფურცელს შლის ქართველთა და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიოგრაფიაში; არის პირველი მკვლევარი, რომელმაც მეცნიერულ დონეზე დაასაბუთა ქართული ასომთავრული ანბანის წარმოშობა ძვ.წ. მე-14 საუკუნეში; 1989 წლიდან იაკობ პაპიაშვილის რომანები ("ქართული ლეგენდა" და "ხანისწყალთან"), მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში "ალია საქართველოდან". მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ-გაზეთებში: "განთიადი", "ცისკარი", "ლიტერატურული საქართველო", "ნობათი", "მწერლის გაზეთი", "ქართული სიტყვა"; ატვირთულია მართლმადიდებლური ფორუმის ინტერნეტ საიტზე. ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში.
ბიბლიოგრაფია
- გაგრა
- ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე
- სად არის საქართველო?
- რომანი: ხანისწყალთან; მოთხრობები: ჰაბა, ნაგილა; იმერეთის გაზაფხული; ბედის საპირისპიროდ; მეცნიერება: "ისრაელის" ფენომენის გენეზისი... "მესხის" მნიშვნელობის განმარტება რუსთაველის და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით ლექსები
- მოთხრობები-დედა; სამი ანგელოზი; ბესია; მეცნიერება-"ყიბრიმის" მნიშვნელობის განმარტებისათვის ; რომანი-ქართული ლეგენდა