ჰერბერტ ჯორჯ უელსი (ინგლ. Herbert George Wells; დ. 21 სექტემბერი, 1866 - გ.13 აგვისტო, 1946) — ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი. ჟიულ ვერნთან ერთად უელსი ითვლება სამეცნიერო ფანტასტიკის მამად. ჰერბერტ უელსი დაიბადა კენტის საგრაფოში, ქალაქ ბრომლიში[1], მებაღე ჯოსეფ უელსისა და სახლის მსახურ სარა ნილის ოჯახში. ჰერბერტ უელსმა მიიღო განათლება ლონდონის უნივერსიტეტის კინგ-კოლეჯში, რომელიც მან დაასრულა 1888 წელს. 1891 წელს მან მიიღო სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიაში, ხოლო 1942 წლიდან იგი გახდა ბიოლოგიის დოქტორი. სწავლის დასრულების შემდეგ უელსი მუშაობდა აფთიაქში, იყო მასწავლებელი, და თომას ჰექსლის დამხმარეც კი. 1893 წელს უელსმა ხელი ჟურნალისტიკას მიჰყო[2]. 1903 წლიდან 1909 წლამდე უელსი იყო ფაბიანური კავშირის წევრი, რომელიც გამოდიოდა ზომიერებისა და სიფრთხილისთვის პოლიტიკაში, მეცნიერებაში და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. თავისი პირველი ნაწარმოები უელსმა 1895 წელს დაწერა. ჰერბერტ უელსი ცხოვრობდა ლონდონში, რივიერაზე, ხშირად კითხულობდა ლექციებს და ბევრს მოგზაურობდა. უელსი ორჯერ იყო დაქორწინებული 1891 წლიდან 1895 წლამდე იზაბელა მარი უელსზე, და 1895 წლიდან 1927 წლამდე ემი რობინსზე. უელს ჰყავდა 2 შვილი - ჯორჯ ფილიპი და ფრენკ რიჩარდი. თავისი ცხოვრების განმავლობაში უელსმა დაწერა 40 რომანი, მონათხრობდა რამდენიმე ტომი, ათზე მეტი პოლემიკური ნაწარმოები და ამდენივე ნაშრომი საზოგადოების გაკეტებაზე, 30 ტომი პოლიტიკური პროგნოზებით, 30 ბროშურა ფაბიანურ კავშირთან დაკავშირებით, 3 წიგნი ბავშვებისთვის და ავტობიოგრაფია. უელსის ნაწარმოებები გადათარგმნილია ბულგარულ, უნგრულ, ქართულ, ჩინურ, კორეულ, მონღოლურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, ფრანგულ და მრავალ სხვა ენაზე.