.

ავტორი (ები): ადოლფ ჰიტლერი

ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Adolf_Hitler
ავტორის შესახებ

ადოლფ ჰიტლერი (გერმანულად: [ˈadɔlf ˈhɪtlɐ] ( მოსმენა), Adolf Hitler; დ. 20 აპრილი, 1889, ინის ბრაუნაუ, ავსტრია-უნგრეთი — გ. 30 აპრილი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.

დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაუში, ხოლო გაიზარდა ქალაქ ლინცთან ახლოს. 1913 წელს საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში და მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1919 წელს გერმანელ მუშათა პარტიაში გაწევრიანებით, ხოლო უკვე 1921 წელს გახდა ნაცისტური პარტიის ლიდერი. 1923 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, წამოიწყო ლუდის პუტჩი, რომელშიც მან და მისმა მომხრეებმა მარცხი განიცადეს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა დაპატიმრება. საპყრობილეში დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის ჩემი ბრძოლის პირველი ტომი, ხოლო უკვე 1924 წელს ციხიდან გამოვიდა. განთავისუფლების შემდეგ პოპულარული გახდა ანტი-ვერსალური, ანტი-სემიტური, პან-გერმანული და ანტი-კომუნისტური იდეებისა და თავისი ორატორული ნიჭის წყალობით. ხშირად აკრიტიკებდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც ებრაული შეთქმულების ნაწილს.

დაწვრილებით...