.

ავტორი (ები): ჩარლზ დიკენსი

ავტორის შესახებ

ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (ინგლ. Charles John Huffam Dickens დ. 1812 წლის 7 თებერვალს - გ. 1870 წლის 9 ივნისს), ფსევდონიმი - „ბოზ“ (ინგლ. "Boz") - ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი, რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა. ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - „დევიდ კოპერფილდი“ და „პაწია დორითი“.