ავტორი (ები): ხალედ ჰოსეინი
ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Khaled_Hosseini
ავტორის შესახებ
ხალედ ჰოსეინი, ხალიდ ჰოსეინი (ინგლ. Khaled Hosseini, სპარს. خالد حسینی; დ. 4 მარტი, 1965) — ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი.
დაიბადა ქაბულში, დიპლომატის ოჯახში, რომელმაც აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო სსრკ-ავღანეთის ომის დროს. დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში და გახდა ექიმი. აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, არის გაერო-ს წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში.
ფართო პუბლიკისთვის ცნობილი გახდა რომანის „ფრანით მორბენალის“ (ინგლ. The Kite Runner) გამოქვეყნების შემდეგ. წიგნმა მიიღო პრემია „მკითხველის არჩევანი 2007“.
ცხოვრობს ჩრდილეოთ კალიფორნიაში. ჰყავს მეუღლე როია და ორი შვილი.
ნაწარმოები
- „ფრანით მორბენალი“, 2003 წ.
- „ათასი კაშკაშა მზე“, 2007 წ.
- „მთებმა მთებს უთხრეს“, 2013 წ.