ავტორი (ები): რევაზ მიშველაძე
ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000524/
ავტორის შესახებ
რევაზ მიშველაძე (დ. 1 იანვარი, 1940, ბაბუშარა, სოხუმის რაიონი) — ქართველი მწერალი და ნოველისტი.
დაბადების ადგილი: სოხუმის რაიონი, სოფელი ბაბუშერა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს.
1964–66წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1966–2006წწ. მუშაობდა თსუ–ში ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ. 1987–1990წწ. იყო ჟურნალ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი, 1993–1999წწ. ჟურნალ "ნუგეშის" მთავარი რედაქტორი; "მწერლის გაზეთი"-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და ტექნიკური უნივერსიტეტის კულტუროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაციები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1970-)
- საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მოადგილე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2009 - "ქართული კულტურის ამაგდარი"-ს წოდება
- 1999 - ღირსების ორდენი
- მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
- ავეთიკ ისააკიანის სახელობის პრემია
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
- ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
- "ქართული პროზის რაინდი"-ს წოდება