.

ავტორი (ები): ედგარ ალან პო

ავტორის შესახებ

ედგარ ალან პო (ინგლ. Edgar Allan Poe; დ. 19 იანვარი, 1809, ბოსტონი – გ. 7 ოქტომბერი, 1849, ბალტიმორი) — ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიკული მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერი. განთქმული მისი მაკაბრით (საშინელებათა ისტორიები). პო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ნოველისტია და ასევე მიიჩნევა დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად. მასვე მიაწერენ იმჟამად ჩასახული მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის გავრცელებასა და განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს[1]. ის იყო პირველი ამერიკელი მწერალი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ მხოლოდ წერით ერჩინა თავი.