ავტორი (ები): ირაკლი იმედაძე
ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001276/
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე-ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ჰუმანიტარულ, განათლების და ფილოსოფიის დარგობრივი აკადემიების წევრი; საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი; დ. უზნაძის სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატი.
წლების განმავლობაში მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წამყვან პოზიციებზე. 2006-2012 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ისტორია და მეთოდოლოგია, ზოგადი და პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების და განათლების ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია. 140-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის რვა წიგნის ავტორი და თანაავტორი. ოთხი ათეული წლის განმავლობაში კითხულობს ლექციებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.