.

ავტორი (ები): კობო აბე

ავტორის შესახებ

კობო აბე (დ. 7 მარტი. 1924, ტოკიო — გ. 22 იანვარი. 1993, იქვე), იაპონელი მწერალი. მის სახელთან დაკავშირებულია 50-იანი წლების იაპონური ლიტერატურის აღმავლობა. აბეს შემოქმედების მთავარი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, ადამიანის სულიერი მარტოობის პრობლემა. ამ თემისადმია მიძღვნილი მისი რომანები — „კედელი“ (1951, აკუტაგავას პრემია), „მხეცები მიეშურებიან შინ“ (1957) და ფილოსოფიური ტრაგედია — „ქალი ქვიშაში“ (1963), „უცხო სახე“ (1964), „დამწვარი რუკა“ (1967), რომლებსაც აერთიანებს პრობლემა — ადამიანის გაუცხოება, სიმარტოვე თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, მისი განწირული მისწრაფება უპერსპექტივობის, საერთო გათიშულობის დასაძლევად. აბე აგრეთვე მეცნიერული ფანტასტიკური რომანის („გამყინვარების მეოთხე პერიოდი“, 1959), პიესების და მოთხრობების ავტორია.

1960-იან წლებში კობო აბეს რომანების მიხედვით — „ქალი ქვიშაში“, „უცხო სახე“, „დამწვარი რუკა“ — გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმები ცნობილი რეჟისორის ჰიროსი ტესიგაჰარას მიერ.