დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 2004 წელს.
თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა "რელიგიური საკითხების შემსწავლელ ცენტრში"; 2006-2010წწ. თანამშრომლობდა სახალხო დამცველის ოფისის ჟურნალთან "სოლიდარობა", რომელშიც რეგულარულად აქვეყნებდა სტატიებს საქართველოს რელიგიურ უმცირესობებზე; 2009 წლიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტში(CIPDD) ერთი წლის მანძილზე მუშაობდა სახელმძღვანელოზე "მსოფლიო რელიგიები"(თანაავტორი); 2009-2011წწ. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ქრისტიანული თეოლოგიის მიმართულებით, რომლის დამთავრებისა და თეოლოგიის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, 2012 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში; 2014-2015წწ. მუშაობდა გენტის უნივერსიტეტში(ბელგია); 2010-2011წწ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კ. კეკელიძის სახელობის სტიპენდიანტია, როგორც ილიაუნის წარმატებული მაგისტრანტი; 2012 წელს აქტიურად ბლოგერობს ჟურნალ "ლიბერალის" ვებ-გვერდზე, სადაც გამოაქვეყნა 20-ზე მეტი საავტორო სტატია ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ საკითხებზე; 2011-2013წწ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჟურნალ "მასწავლებლის" ვებ-გვერდისთვის(mastsavlebeli.ge) მოამზადა 30-მდე სტატია სასკოლო განათლების საკითხებზე; 2013 წელს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის(ინტერკულტურული განათლების კვლევა სკოლებში) ფარგლებში განახორციელა 17 სასკოლო სახელმძღვანელოს პროფესიული ანალიზი რელიგიური მრავალფეროვნების თვალსაზრისით; 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტისთვის ინგლისური ენიდან თარგმნა ევანს ჯილიანის სახელმძღვანელო: "ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში"; არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და მრავალი სამეცნიერო სტატიისა და გამოკვლევის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე საავტორო სტატია და 40-მდე თარგმანი ჟურნალებში: "კადმოსი", "ცივილიზაციური ძიებანი", "სემიოტიკა", "ემაოსი", "დიალოგი", "არჩევანი", "ზღვარი", "სოლიდარობა", "ლიბერალი", "ტაბულა", "მასწავლებელი" და სხვ; უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს რელიგიის კვლევებისა და თეოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში(დაარსებულია რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში(ალმა-მატერ); პროფესიულ ინტერესთა სფერო: რელიგიისა და ათეიზმის ისტორია, ბიზანტოლოგია, რელიგიის ფსიქოლოგია, ბიბლეისტიკა, მისტიკა, პატრისტიკა, ნეიროთეოლოგია და Near Death Experience Studies. აქვს პირადი ბლოგი: davidtinikashvili.wordpress.com. ეკლესიის ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი.