.

ავტორი (ები): გივი როგავა

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

გივი როგავა - ფილოსოფიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადებიის ვიცე-პრეზიდენტი, არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მისი კვლევის ობიექტებია: რელიგიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, სოციოლოგიისა და ფილოსოფიის პრობლემები. უმთავრესი ნაშრომებია: 

  • „მიზანი როგორც ფილოსოფიური კატეგორია“ (1992);
  • „ როგორ ებრძოდნენ რელიგიასა და ეკლესიას საქართველოში XX-ს 20-300-იან წლებში“ (1994);
  • „რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში 1901-1917 წლებში“ (1977);
  • „რელიგია და ეკლესია საქართველოში XIX-XX საუკუნეებში“ (2002);
  • „რელიგია და ეკლესია აფხაზეთში“ (2007);
  • „აფხაზეთის ისტორიის საკითხები“ (2009);
  • „ფილოსოფიის საფუძვლები“ (2009);
  • „ფილოსოფიის ისტორია მოკლე კურსი“ (2011).

მის კალამს ეკუთვნის დამხმარე სახელმძღვანელოები: 

  • „საქართველოს ეკლესიის ისტორია“ (1977);
  • „რელიგია და ეკლესია საქართველოში“ (2000);
  • „ფილოსოფია ნაწილი I“ (2004);
  • „რელიგიის სოციოლოგია“ (2011);
  • „ოჯახის სოციოლოგია“ (2012).

გ. როგავა 50 წელია, რაც ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.