.

ავტორი (ები): ჯიდუ კრიშნამურტი

ავტორის შესახებ

ჯიდუ კრიშნამურტი (ინგლ. Jiddu Krishnamurti, ტელუგ. జిడ్డు కృష్ణ మూర్తి; დ. 12 მაისი, 1895 — გ. 17 თებერვალი, 1986) — ინდოელი ფილოსოფოსი. იგი წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება. მას მიაჩნდა რომ ის აუცილებელი რევოლუცია, რაც ადამიანის ფსიქიკას უნდა განეცადა, ვერ განხორციელდებოდა გარეგანი ჩარევის საშუალებით, იქნებოდა ეს პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური. ჯიდუ კრიშნამურტი დაიბადა ბრიტანეთის ინდოეთში მკაცრად ვეგეტარიანელ ბრაჰმანთა ოჯახში. საუბრობდნენ ტელუგურ ენაზე. კრიშნამურტი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც გამოჩენილმა ოკულტისტმა და მაღალი რანგის თეოსოფმა ჩარლზ ვებსტერ ლედბიტერმა აღმოაჩინა ის და მიიჩნია მომავალი მსოფლიო მასწავლებლის „ჭურჭლად“. ამის შემდეგ ახალგაზრდა კრიშნამურტის აღზრდა და მისი მსოფლიო მასწავლებლის მიღებისთვის მომზადება თეოსოფიურმა საზოგადოებამ ითავა. მაგრამ შემდგომში თავად მან უარყო ეს იდეა და დაშალა ორდენი, რომელიც მას, როგორც მსოფლიო მასწავლებელს ემსახურებოდა, უარყო ყველანაირი რელიგიური, ეროვნული და სხვა სახის კუთვნილება და დაიწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა, რათა როგორც თვითონ ამბობდა ადამიანებს დახმარებოდა თავისუფლების მოპოვებაში. ის საუბრობდა დიდ და მცირე აუდიტორიათა წინაშე. არსებობს მისი საჯარო საუბრების ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ის ასევე არის ავტორი მრავალი წიგნისა, მათ შორის: "პირველი და უკანასკნელი თავისუფლება", "ინტელექტის გამოღვიძება", "კრიშნამურტის დღიური" და სხვა.