.

ავტორი (ები): დათო ტურაშვილი

ვებგვერდი: http://www.wikiwand.com/en/David_Turashvili
ავტორის შესახებ

დავით (დათო) ტურაშვილი (დ. 10 მაისი, 1966, თბილისი) — ქართველი მწერალი.

დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ასევე ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში.

იღებდა აქტიურ მონაწილეობას 1980–იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც – კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.