.

ავტორი (ები): თეოდორ დრაიზერი

ვებგვერდი: http://www.wikiwand.com/en/Theodore_Dreiser
ავტორის შესახებ

თეოდორ ჰერმან ალბერტ დრაიზერი (ინგლ. Theodore Herman Albert; დ. 27 აგვისტო, 1871, ტერე-ჰოტი, ინდიანა — გ. 28 დეკემბერი, 1945, ჰოლივუდი) — ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

დრაიზერის მშობლები - ჯონ დრაიზერი და სარა შენები ბეწვსართავის თანამფლობელები იყვნენ. ხანძრის შემდეგ, როდესაც ბეწვეულის მარაგი გაუნადგურდათ, მამამისი მშენებლობაზე მოეწყო, სადაც ის დაინვალიდდა. მოკლე ხანში ოჯახს ახალი უბედურება დაატყდა თავს, სამი უფროსი ვაჟი გარდაეცვალათ, რამაც ოჯახის საცხოვრებლი ადგილის ხანგრძლივი ცვლილებები გამოიწვია. საბოლოოდ ინდიანას შტატის პროვინციულ დაბა ტერე-ჰოტში დასახლდნენ. თეოდორი, მეცხრე ბავშვი იყო ოჯახში. 1887 წელს მან სკოლა დაამთავრა. 1889 წელს ინდიანას უნივერსიტეტში ჩააბარა. ერთი წლის თავზე სწავლის შეწყვეტა მოუწია საფასურის გადაუხდელობის გამო. შემდგომ კლერკად და სარეცხის დამტარებელი ფურგონის მძღოლადაც კი მუშაობდა