ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი (ფრანგ. Antoine Marie Jean-Baptiste Roger de Saint-Exupéry, დ. 29 ივნისი, 1900, ლიონი – გ. 31 ივლისი, 1944) — ფრანგი მწერალი და მფრინავი. მას ხშირად მოიხსენიებენ სახელით „Saint-Ex“.
ვიკონტი ჟან დე სენტ ეგზიუპერისა და მარი ბუაიერ დე ფონკოლომბის ვაჟიშვილი, ანტუანი დაიბადა 1900 წელს. მისი ოჯახი საფრანგეთის არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. ანტუანს ხუთი ძმა და ერთი და ჰყავდა. 1904 წელა მამა ცერებრალური ჰემორაგიით გარდაიცვალა. რის შემდეგაც დედა მარტო ზრდიდა შვილებს. ანტუანთან დედას განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მომავალმა მწერალმა სწორედ დედისგან მიიღო ის ღირებულებები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეიარჩუნა: პატიოსნება, სხვისი პატივისცემა, ჰუმანიზმი. ეგზიუპერმა დაამთავრა მონტრეში არსებული იეზუიტური სკოლა, შემდეგ სწავლობდა შვეიცარიაში კათოლიკურ პანსიონში, 1917 წელს კი შევიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე.