.

ავტორი (ები): სტიგ ლარსონი

ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Stieg_Larsson
ავტორის შესახებ

კარლ-სტიგ ერლანდ ლარსონი (შვედ. Karl Stig-Erland Larsson; დ. 15 აგვისტო 1954, სკელეფტეჰამნი, შვედეთი − გ. 9 ნოემბერი 2004, სტოკჰოლმი, შვედეთი), ცნობილი როგორც სტიგ ლარსონი — შვედი ჟურნალისტი და მწერალი. ის ცნობილია „მილენიუმის“ ტრილოგიით და კრიმინალური ნოველების წერით, რომელიც გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ და ყველა რომანი ეკრანიზებულია. ლარსონი თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სტოკჰოლმში გაატარა, სადაც ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობდა, როგორც ულტრა-მემარჯვენეების დამოუკიდებელი მკვლევარი.

2008 წელს, იგი გახდა მეორე საუკეთესო „ბესტ-სელერ“ (გაყიდვადი) ავტორი მსოფლიოში, ხალედ ჰოსეინის შემდეგ. მესამე რომანი მილენიუმის ტრილოგიიდან — გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია, Publishers Weekly თანახმად, გახდა ყველაზე გაყიდვადი წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს. 2015 წლის მარტისთვის, ამ წიგნის სერიის 80 მილიონი ასლი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით.