.

ავტორი (ები): უმბერტო ეკო

ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Umberto_Eco
ავტორის შესახებ

უმბერტო ეკო (დ. 5 იანვარი, 1932, ალესანდრია — 19 თებერვალი, 2016) — იტალიელი კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. გახმაურებული ბესტსელერის „ვარდის სახელის“ ავტორი.

დაიბადა პიემონტის ოლქის პატარა ქალაქ ალესანდრიაში. მამამისი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ბუღალტრად მუშაობდა, ომის დაწყების შემდეგ კი დედამისი, ჯოვანა და უმბერტო პიემონტის მთებში გადაბარგდნენ. მისი გვარი მომდინარეობს ლათინური აბრევიატურისგან Ex Coelis Oblatus (ციური ძღვენი), რომელიც მის პაპას ქალაქის მთავრობამ მიაკუთვნა. მამამისი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და შესაბამისად მათ ოჯახს მატერიალურად არ ულხინდა. ამის გამო ბავშვობიდანვე მშობლები იურისტობას ურჩევდნენ, თუმცა უმბერტომ საბუთები ტურინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე შეიტანა და შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. იქვე, 1954 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თომა აქვინელის შესახებ. ამის შემდგომ ეკო მუშაობას ტელერადიოკომპანია რაი–ში აგრძელებს და იწყებს ლექციების კითხვას ტურინის უნივერსიტეტში (1956–1964). ტელევიზიაში მუშაობის დროს ეკომ გაიცნო იმდროინდელი ავანგარდის წარმომადგენელი ხელოვნების წარმომადგენლები – მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები – რამაც მის მომდევნო სამწერლო კარიერაზე დიდი ზეგავლენა იქონია. უმბერტო ეკომ 1962 წელს იქორწინა რენატე რამგეზე. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.