.

ავტორი (ები): მიხეილ ბულგაკოვი

ავტორის შესახებ

მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი (რუს. Михаил Афанасьевич Булгаков; (დ. 15 მაისი, 1891, კიევი - გ. 10 მარტი, 1940, მოსკოვი) - რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი. ავტორი რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“. დაიბადა ქალაქ კიევში რუსი მშობლების ოჯახში (მამა – აფანასი ბულგაკოვი, კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტი; დედა – ვარვარა პროკოვსკაია). 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო სამხედრო ექიმი. 1921 წლიდან დასახლდა მოსკოვში, სადაც დაიწყო აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა. ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930–იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან სულაც გამოუქვეყვებელი დარჩა ათწლეულების მანძილზე. ბულგაკოვი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი. 1928 წელს ბულგაკოვი იმყოფებოდა საქართველოში. მოინახულა ქალაქები თბილისი და ბათუმი. 1930–1936 წლებში მუშაობდა მოსკოვის სამხატრო აკადემიურ თეატრში რეჟისორის ასისტენტად. 1936 წლიდან დიდ თეატრში ლიბრეტისტად და თარჯიმნად. გარდაიცვალა 1940 წელს თირკმელების დაავადებით.