დაბადების თარიღი: 11 იანვარი, 1966
დაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი სერგიეთი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1990 წელს; დიდი ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტი ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულებით 1997 წელს; 1998 წელს სტაჟირება გაიარა გერმანიაში სამედიცინო და სოციალური დაზღვევის განხრით მაგდებურგის სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 2000 წელს.
წლების განმავლობაში მუშაობდა სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმ-პედიატრად, სენაკის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგად, სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს მენეჯერად; იყო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების სააგენტოს მრჩეველი; სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმირების პროექტის მთავარი კოორდინატორი; "ავერსის დაზღვევის" სადაზღვევო პროდუქტების შექმნისა და გადაზღვევის სამსახურის უფროსი; აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2005 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 2005-2011წწ. საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის კათედრის უფროსი, სრული პროფესორი; 2011-2012წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის" დირექტორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" და "სადაზღვევო საქმე" ხელმძღვანელი; საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის სამეცნიერო ჟურნალის "თავისუფლების ბიბლიოთეკა", მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში.