.

ავტორი (ები): სტივენ კინგი

ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Stephen_King
ავტორის შესახებ

სტივენ ედვინ კინგი (ინგლ. Stephen King; დ. 21 სექტემბერი, 1947) — ამერიკელი მწერალი, სცენარების ავტორი, მუსიკოსი, მესვეტე, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი. გაყიდული აქვს წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტაზიის, ასევე არაფანტაზიის ჟანრში. ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ სტილში. მოღვაწეობს როგორც ჟურნალისტი. ზოგიერთი ნაწარმოები გამოცემული აქვს ფსევდონიმებით:

  • რიჩარდ ბაქმანი (ინგლ. Richard Bachman) — „მძვინვარება“, „ხანგრძლივი გასეირნება“, „მორბენალი ადამიანი“, „წონაში იკლებს“, „რეგულატორები“ და „ბლეიზი“; 
  • ჯონ სვიფენი (ინგლ. John Swithen) — მხოლოდ თხზულებები. 

ბიოგრაფია სტივენ კინგი პორტლენდში დაიბადა, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში. როდესაც კინგი ორი წლის იყო, მამამისი სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. მარტოხელა დედას სტივენისა და მისი უფროსი აყვანილი ძმის გაზრდა მარტოს მოუხდა. დონალდის ბედი მას აქეთ არც გარკვეულა. ოჯახი ერთი პერიოდი დიდ ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა. კინგს თავისი ბავშვობის წლები აღწერილი აქვს როგორც უცოდველობის პერიოდი. ოჯახი ვისკონსისნის შტატში, დაბა ეუსტ დე პერში გადავიდა, ამის შემდგომ, ინდიანაში, ფორტ უეინში დასახლდნენ, და ბოლოს, სტრადფორდში, კონექტიკუტის შტატი. როდესაც სტივენი 11 წლის იყო, ოჯახი უკან, მენში დაბრუნდა და ნელისაც მშობლების მოვლა მოუწია მათ გარდაცვალებამდე. შემდგომ ნელი ადგილობრივ დაწესებულებაში იწყებს მუშაობას გონებრივად ჩამორჩენილთათვის საკვების დამტარებლად.

ბავშვობაში კინგი მეგობრის ტრაგიკულ სიკვდილს შეესწრო, როდესაც ამ უკანასკნელს მატარებელმა გადაუარა. ამის შესახებ სტივენს მეტიც აღარაფერი ახსოვს. როგორც ოჯახი იხსენებს, სტივენი და დაღუპული ბიჭი ერთად გავიდნენ სახლიდან სათამაშოდ, მოკლე ხანში კი სტივენი ენაჩავარდნილი და შოკირებული დაბრუნდა შინ. ოჯახმა ბიჭის დაღუპვის ამბავი მოგვიანებითღა შეიტყო. ზოგიერთი კომენტატორი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირებს კინგის წყვდიადისეული და ჩახლართული ლიტარატურული ქმნილებების შექმნის იდეას. თავად კინგი ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარჰყოფს.