.

ავტორი (ები): ზიგმუნდ ფროიდი

ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Sigmund_Freud
ავტორის შესახებ

ზიგმუნდ ფროიდი (გერმ. Sigmund Freud, გერ.: [ˈziːkmʊnt ˈfʁɔʏt]; სრული სახელი ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი გერმ. Sigismund Schlomo Freud; დაიბადა 1856 წლის 6 მაისს ავსტრია-უნგრეთის პროვინცია მორავიაში, ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი; გარდაიცვალა 1939 წლის, 23 სექტემბერს, ლონდონში) — ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა (ტრანსფერი).) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს პირის ღრუს კიბოთი, რომლის გავრცელების შესაჩერებლად, 1923 წლიდან მოყოლებული, 33 ოპერაცია გადაიტანა და რომელმაც მას განუზომელი ფიზიკური ტანჯვა მიაყენა. ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.