ავტორი (ები): ორჰან ფამუქი
ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Orhan_Pamuk
ავტორის შესახებ
ფერით ორჰან ფამუქი (თურქ. Ferit Orhan Pamuk, დ. 1952 წლის 7 ივნისი, სტამბოლი) თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-რომანისტია. საკუთარ სამშობლოში უზომოდ პოპულარული მწერლის მკითხველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში. მისი, როგორც ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე რომანისტის ნამუშევრები თარგმნილია ორმოცზე მეტ ენაზე. მიღებული აქვს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები. 2006 წლის 12 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში — თურქეთის პირველი მოქალაქე, რომელიც ნობელის პრემიას იღებს.