.

ავტორი (ები): ანტონ ჩეხოვი

ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/wiki/Anton_Chekhov
ავტორის შესახებ

ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი (რუს. Антон Павлович Чехов; დ. 17 იანვარი/29 იანვარი, 1860, ტაგანროგი ― გ. 2 ივლისი/15 ივლისი, 1904, ბადენვაილერი, გერმანია) — რუსი ექიმი, დრამატურგი და მწერალი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მოთხრობების მწერლად.

1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, ხოლო 1884 - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მისი პირველი პატარა მოთხრობები ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით იბეჭდებოდა 70-80-იანი წლებში იუმორისტულ ჟურნალებში „სტრეკოზა“, „ბუდილნიკი“, „ზრიტელი“, „ოსკოლკი“. ჩეხოვის „მოხელის სიკვდილი“, „ალბიონის ასული“, „მსუქანი და გამხდარი“, „ქამელეონი“, „უნტერ პრიშიბევი“ და სხვა (დაიბეჭდა 1883-1885) ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის კლასიკური ნოველებია. მისი მოთხრობების პირველი კრებულია „მელპომენეს ზღაპრები“ (1884) და „ჭრელი მოთხრობები“ (1886), რომელშიც უდიდესი გამომსახველობითი ძალით გადმოცემულია იმ დროის ატმოსფერო, იუმორი ხშირად იცვლება მძაფრი სატირით.