.

ავტორი (ები): ნიკოლოზ გოგოლი

ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Nikolai_Gogol
ავტორის შესახებ

ნიკოლოზ გოგოლი (რუს. Николай Васильевич Гоголь; გამოითქმის [nʲɪkɐˈlaj vɐˈsʲilʲjɪvʲɪtɕ ˈgogəlʲ]; უკრ. Микола Васильович Гоголь, Mykola Vasylovych Hohol; დ. 1 აპრილი, 1809 - გ. 4 მარტი, 1852) - უკრაინელი-რუსი მწერალი. ხშირად უწოდებენ თანამედროვე რუსული რეალიზმის მამას. ნიკოლოზ გოგოლი ერთ-ერთი პირველი რუსი მწერალი იყო, რომელმაც ქვეყნის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრეული ნამუშევრები უკრაინულ ატმოსფეროში აღზრდის ზეგავლენითაა გამსჭვალული, ის მუდამ რუსულად წერდა და მისი ნამუშევრები რუსული ლიტერატურის ტრადიციას ეკუთვნის. მის შედევრთა შორისაა რომანი „მკვდარი სულები“ (1842), პიესა „რევიზორი“ (1836, 1842) და მოთხრობა „შინელი“ (1842).