ავტორი (ები): შოთა მესხია
ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001545/
ავტორის შესახებ
დაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ობუჯი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1937 წელს.
- 1941–1942წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას;
- 1942 წლიდან იყო ენიმკის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
- 1943 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე;
- 1956 წლიდან ამავე კათედრის გამგე;
- 1961 წლიდან ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს სოციალ–ეკონომიური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს; დიდ ყურადღებას უთმობდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ისტორიულ შესწავლას; იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევები"-ს II ტომის რედაქტორი, II და III ტომებში რიგი მნიშვნელოვანი თავების ავტორი; მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.