.

ავტორი (ები): გარი არმსტრონგი

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

     გარი არმსტრონგი - კრისტ. ვ. ბლეკველის ჯილდოს მფლობელი პროფესორი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კენან-ფლაგლერის ბიზნეს სკოლაში. მან მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები დეტროიტის ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მარკეტინგში - ნორთვესტერნის უნივერსიტეტში. დოქტორ არმსტრონგს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია წამყვან ბიზნეს-ჟურნალებში. როგორც კონსულტანტი და მკვლევარი, იგი ბევრ კომპანიასთან მუშაობდა მარკეტინგული კვლევის, გაყიდვების მართვისა და მარკეტინგული სტრატეგიის საკითხებზე. მაგრამ პროფესორ არმსტრონგს ყველაზე მეტად სწავლება იტაცებს. მისი ბლეკველის სახელგანთქმული პროფესორის ტიტული არის ერთადერთი ჯილდო, რომელიც გაიცემა გამორჩეული სწავლებისთვის ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში. იგი საკმაოდ აქტიურად არის ჩაბმული სწავლებასა და ადმინისტრაციულ საქმიანობაში. კენან-ფლაგლერის სკოლაში მისი ადმინისტრაციული თანამდებობების ჩამონათვალი მოიცავს მარკეტინგის კათედრის გამგის, ბიზნეს პროგრამების დირექტორის მოადგილის, ბიზნეს ჯილდოების პროგრამის დირექტორისა და სხვა თანამდებობებს. იგი მჭიდროდ მუშაობს სტუდენტებთან. იგი არის ერთადერთი პიროვნება, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული სკოლის განსაკუთრებული ჯილდო სტუდენტების წარჩინებულად სწავლებისთვის. 2004 წელს,პროფესორმა არმსტრონგმა მიიღო ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს ჯილდო სწავლებაში შეტანილი წვლილისათვის - ჩაპელ ჰილში ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული სწავლების უმაღლესი ჯილდო.