ნიკოლას გრეგორი „გრეგ“ მენკიუ (დ. 3 თებერვალი 1958) — ამერიკელი მაკროეკონომისტი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ჯონ მეინარდ კეინსის ეკონომიკურმა იდეებმა და სამართლიანად მიიჩნევა ნეოკეინსიანელების ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად. გრეგორი მენკიუ ეკონომიკის პროფესორია ჰარვარდის უნივერსიტეტში. ეკონომიკას სწავლობდა პრინსტონის უნვერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. როგორც პედაგოგი, იგი უძღვება სხვადასხვა კურსებს, მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, სტატისტიკისა და ეკონომიკის პრინციპების ჩათვლით. დიდი ხნის წინ ერთი ზაფხული მან ლონგ ბიჩ აილენდზეც კი გაატარა, როგორც აფროსნობის ინსტრუქტორმა. პროფესორი მენკიუ ნაყოფერი მწერალიცაა. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ისეთ აკადემიურ ჟურნალებში, როგორებიცაა „ემერიკენ იკონომიკ რევიუ“, „ჯორნელ ოვ პოლიტიკალ იკონომიქს“ და „კუორტერლი ჯორნელ ოვ იკონომიქს“, აგრეთვე ისეთ პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა „ნიუ-ორკ ტაიმს“, „ბოსტონ გლოუბ“ და „უოლ სტრიტ ჯურნელ“. მენკიუ მაკროეკონომიკის ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორია (უორსის გამომცემლობა). პედაგოგიურ საქმიანობას, სამეცნიერო კვლევასა და მწერლობას მენკიუ ეკონომიკური კვლევის ნაციონალური საბჭოს მონეტარული ეკონომიკის პროგრამის დირექტორისა და ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკისა და კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მრჩევლის თანამდებობებს უთავსებდა. 2003-2005 წლებში იგი პრეზიდენტის ეკონომკური მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი იყო. პროფესორი მენკიუ ცხოვრობს უელსიში (მასაჩუსეტსი) მეუღლე დებორასთან, სამ შვითან - კეტრინთან, ნიკოლასა და პიტერთან და ტერიერ ტობინთან ერთად.