.

ავტორი (ები): ზურაბ ანჩაბაძე

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

     ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძე (დ. 22 აპრილი, 1920, გაგრა — გ. 28 იანვარი, 1984, სოხუმი) — ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს (1972) და აფხაზეთის (1961) მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963), სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი.

     1941 წელს დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურიო ინსტიტუტი. 1946 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1956 წლიდან აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის იატორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების გამგე. 1973 წლიდან მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1979 წელს დაარსდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის პირველ რექტორად დამტკიცებულ იქნა ზურაბ ანჩაბაძე. უნივერსიტეტში ზურაბ ანჩაბაძემ შექმნა საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიის კათედრა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. ანჩაბაძე იკვლევდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ძველი, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის საკითხებს. იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" III ტომის რედაქტორი (1979, ვ. გუჩუასთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1982) და "აფხაზეთის ისტორიის" პირველი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი (1986). არჩეული იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. სსრკ IX მოწვევის და საქართველოს X მოწვევის უმაღლესი საბჭოების დეპუტატი. ზურაბ ანჩაბაძე გარდაიცვალა 1984 წლის იანვარს.