.

ავტორი (ები): გელა გამყრელიძე

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

     დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1973 წელს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგია-ისტორიის მიმართულების სამეცნიერო ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე მუზეუმის არქეოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე. ჟურნალ "იბერია-კოლხეთის" მთავარი რედაქტორი, პროფესორი. 1997-2006წწ. მუშაობდა ანტიკური პერიოდის არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1969წ-დან მონაწილეობდა ვანის ნაქალაქარის, სოფ. მთისძირის, ფოთის, ბიჭვინთის ნაქალაქარის, ქუთაისის, ვალეს, თეთრიწყაროს და სხვა არქ. ექსპედიციებში. 1997-2001წწ. აშშ-ს ტექსასის შტატის უნივერსიტეტთან ერთობრივი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი საქართველოს ზღვისპირეთში. იკვლევს ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია-არქეოლოგიას. კერძოდ, არქეოლოგიური ძეგლების სტატისტიკურ-ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას; ურთიერთობებს ანტიკურ და ირანულ სამყაროსთან; ძველი საქართველოს ისტორიაზე ბიოგეოგარემოს გავლენას; სამხედრო ისტორიას (შეიარაღებას, ფორტიფიკაციას, სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას). გამოქვეყნებული აქვს 102 ნაშრომი, მათ შორის 16 წიგნი. მისი სამეცნიერო ნაშრომები დაბეჭდილია უცხოეთშიც.   1979 წელს საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა. თემა – "კოლხეთის ისტორია–ტოპოარქეოლოგიის საკითხები (ძვ.წ.V- ახ.წ.V სს.)".