.

ავტორი (ები): პეტრე ჭარაია

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

     პეტრე გიორგის ძე ჭარაია დაიბადა 1861 წლის 12 (24) ივნისს, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ეშქითში, სადაც მისი მშობლები ზუგდიდის რაიონის სოფ. ჭაქვინჯიდან გადმოსახლებულან. 1877 წელს მან მარტვილის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი გაიარა და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, მაგრამ, მშობლების გარდაცვალების გამო უსახსროდ დარჩენილი, იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა და მშობლიურ კუთხეს დაბრუნებოდა. 1883 წლიდან პ. ჭარაია პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა; იყო რა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მან ამ კუთხეში მოღვაწე თანამოაზრეებთან (ანთიმოზ ჯუღელი, ივანე გეგია, თედო სახოკია, ნიკო ჯანაშია და სხვ.) ერთად მიზნად დაისახა ქართული ენის თავის უფლებებში აღდგენა, რის გამოც პ. ჭარაიასა და მისი მეგობრების საქმიანობას რუსმა მოხელეებმა „ქართული პარტიის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა უწოდეს და მათი საჯარო გასამართლებაც კი მოაწყვეს. 1908 წლიდან კი პ. ჭარაიას, როგორც `უდიპლომო~ პედაგოგს, მასწავლებლობა აუკრძალეს, რითაც თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაც მოუსპეს.