ქეთევან ლომთათიძე (დაიბადა 1911 წლის 11 თებერვალს - გარდაირცვალა 2007 წლის 22 სექტემბერს 96 წლისა).
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. 1932-1934 წლებში მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში. 1938-1940 წლებში უძღვებოდა ზოგადი ენათმეცნიერების კურსს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1953-1963წწ. და 1975 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კავკასიურ ენათა კათედრის პროფესორი. იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას.