ციალა მესხია - ცნობილი ლიტერატურთმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არჩეულია საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია „ქალდეას“, ფაზისის, აფხაზეთის, საქართველოს ეროვნული და კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსად.
გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია და 10მონოგრაფია.სისტემატურად იბეჭდება რესპუბლიკის სამეცნიერო პედაგოგიურ ჟურნალებსა და გაზეთებში. ციალა მესხია არის აფხაზეთის ქართული მწერლობის პირველი მასშტაბურიმკვლევარი.
1998 წელს გამოსცა სქელტანიანი წიგნი „მწერალი და სინამდვილე“, რომელიც პირველი მონოგრაფიაა აფხაზეთის თანამედროვე ლიტერატურულ ცხოვრებაზე.
მეცნიერმა მეტად საინტერესო მონოგრაფიები გამოსცა ჩვენი დროის გამოჩენილი პოეტის ვაჟა ეგრისელის შემოქმედებაზე.
2009 წელს გამოიცა მისი 600-მდე გვერდის მომცველი მონოგრაფია „სასწაული და ფანტაზია“, რომელიც ვაჟა ეგრისელის პოეზიის უმნიშვნელოვანესიპრობლემებისადმი მიძღვნილი მეოთხე წიგნის.
2010 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში „მირიან მრნელ და აფხაზეთი“ განხილულია უნიჭიერესი ქართველი პოეტისა დამეცნიერის მირიან მირნელის შემოქმედების ძირითადი მიმართულებები და მხატვრული აზროვნების მიმართულებანი.
მიმდინარე წელს გამოქვეყნდა ციალა მესხიას მონოგრაფია „ფერთა მეუფე“, რომელშიც თანამედროვე ესთეტიკური პრინციპებიდანაა გაშუქებული, ორიგინალური ხელწერით გამორჩეული მხატვრის ნიკო ხერკილაძის ფერწერული სამყარო.