შოთა ახალაია დაიბადა 1954 წლის 31 აგვისტოს ქალაქ სოხუმში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
განათლება
1972-1977
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა - მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის განყოფილება.
1979-1982
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა მათემატიკური ანალიზის სპეციალობით.
1994-1996
რუსეთის ეკონომიკის აკადემიასთან არსებული მენეჯერების მომზადების ცენტრის ბიზნესის განყოფილება სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი და კონტროლი.
სამუშაო გამოცდილება
1977-1979 მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის სტაჟიორი-მკვლევარი.
1983-1987
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური ანალიზის კათედრის მასწავლებელი.
1987-1989
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური ანალიზის კათედრის უფროსი მასწავლებელი.
1989-1992 თსუ სოხუმის ფილიალის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე.
1992-1993 თსუ სოხუმის ფილიალის ალგებრისა და გეომეტრიის კათედრის გამგე.
1996-1998 შპს " როსსტრახსერვისის " საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე.
1998-2004
თსუ სოხუმის ფილიალის ზოგადი მათემატიკისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე.
2004-2005
თსუ სოხუმის ფილიალის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
2005-2006 თსუ სოხუმის ფილიალის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკური ეკონომიკის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი.
2006
წლიდან თსუ სოხუმის ფილიალის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
2007-2008
2009
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
სოხუმის ახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
სამეცნიერო ხარისხები და წოდება
1984
დაიცვა დისერტაცია ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
2000 მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო - პედაგოგიური წოდება.
2000 წლიდან აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტი.
2006 არჩეულ იქნა ასოცირებულ პროფესორად.
მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში
1980
საერთაშორისო ზაფხულის სკოლა ერგოდულ თეორიაში ( ქ. უჟგოროდი, უკრაინა )
1983
საერთაშორისო ზამთრის სკოლა დინამიკური სისტემების მეტრულ თეორიაში ( ქ. ვერბილკი, რუსეთი )
სამეცნიერო შრომები
16 სამეცნიერო შრომის ავტორი ფუნქციონალური ანალიზისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხებში.