თემურ იპოლიტეს ძე ჩილაჩავა დაიბადა 1959 წელს გულრიფშში (აფხაზეთი).
1975 წელს დაამთავრა თბილისის კომარობის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა (ოქროს მედალზე).
1980 წელს წარჩინებით დაამთავრა მიხაილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1984 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს ლეონიდე სედოვის ხელმძღვანელობით.
1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დარგში. კითხულობდა ლექციებს მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, სოხუმის, თბილისის, ილიას, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტებში. არის საქართველოს საბუნებისმეტყველო და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური მოდელირებისა და რიცხვითი მეთოდების მიმართულების პროფესორი.