.

ავტორი (ები): რობერტ მესხი

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

რობერტ მესხი დაიბადა 1973 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში. 1990 წელს დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა, ხოლო 1996 წელს - თსუ სოხუმის ფილიალის (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2001 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული „აპრილი უშენოდ“ (რედაქტორი - ოთარ მიქაძე); 2004 წელს - „წაშლილი ბაიათი“ (რედაქტორი - ვახტანგ ღლონტი); 2008 წელს - „ნიჟარები“ (რედაქტორი - მარინე ტურავა). ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1989 წლიდან. 1997-2000 წლებში მუშაობდა გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“, 2000 წლიდან დღემდე მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად თბილისში ფუნქციონირებს. არის სსუ-ს დოქტორანტი. Mმისი ლექსები შესულია სხვადასხვა კრებულებში. მონაწილეა და ნომინანტია ლიტერატურული კონკურსებისა „შოთაობა“, „წერო“ და სხვა.