ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, სადაც პროფ. თამაზ ბერაძის ხელმძღვანელობით 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:
„ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“.
1994 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ჯერ ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2010 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხებს. არის 70-მდე ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და რესპუბლიკურ სამეცნიერო სიმპოზიუმებში.
არის გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მადლობის სიგელით.
2009 წლიდან პროექტის „აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ ავტორთა სამეცნიერო სათათბიროსა და სარედაქციო კოლექგიის წევრი, რედაქტორი.