ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი. დაიბადა ქ. თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, სპეციალობით „კავკასიოლოგია”. 1983 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „აფხაზური „აბიფარა“ პატრონომია“. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები“. 1967 წლიდან დღემდე მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში (ამჟამად ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი), კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად. ასევე, 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მონაწილეობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში.
წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული კავკასიისა და საქართველოს სხვადასხვა მხარეების საველე - ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. არის მრავალი საგრანტო პროექტის, რესპუბლიკური და საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე. მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში. იკვლევს ქართველი და კავკასიელი ხალხების ეთნოლოგიას. არის 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის სამი მონოგრაფიის, 10 წიგნის (ავტორთა კოლექტივთან ერთად), სასკოლო სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
დაჯილდოებულია აფხაზეთის ა/რ. უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.
2009 წლიდან არის პროექტის „აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი.