.

ავტორი (ები): ჭაბუა ამირეჯიბი

ავტორის შესახებ

ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2013, თბილისი[1]) — ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი[2], რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1991-1995); ქართული პენ ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი საპატიო თავჯდომარე; მსოფლიო წამყვან ინტელექტუალთა საზოგადოების წევრი; ნობელის პრემიის ნომინანტი (1996, 1999).