.

ავტორი (ები): ეკა ესებუა

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

ეკა ესებუა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და დოქტორანტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების მთავარი სარედაქციო საბჭოს მდივანი - დაიბადა ქალაქ სოხუმში 1973 წლის 23 მარტს.

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თ.ს.უ სოხუმის ფილიალის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი, ბიოლოგიის სპეციალობით.

1996-1999 წწ. - სწავლობდა ასპირანტურაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თ.ს.უ ბიოსამედიცინო ფაკულტეტზე. სპეც. ჰიდრობიოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის სპეციალობაზე.

1998 წ. - იყო მივლინებული სასწავლებლად ქ. მისნკი ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

1999 წ. - დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი.

2000-2005 წწ. -  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფრ. მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე.

2001-2005 წწ. - იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

2002-2005 წწ. - პრეზიდენტის სახელობის მე-2 ხარისხის სტიპენდიანტი.

2000-2006 წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

2004 წ. - აფხაზეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის წევრი.

2008-2009 წწ. - მუშაობდა ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, ხოლო 1999 წლიდან დღემდე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლის თანამდებობაზე.

ეკა ესებუა არის 25-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.