დაიბადა 1966 წლის 2 მაისს, სოფ. ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ა/რ, საქართველო.
განათლება: 1972-1983 წ.წ. ოჩამჩირის რაიონი სოფ. ახალდაბის საშუალო სკოლა, 1984-1991 წ.წ. თსუ სოხუმის ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეც. - ფიზიკა, 1999 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004 წლიდან ფიზიკის აკადემიური დოქტორი.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: რადიოფიზიკა, გამოყენებითი ელექტროდინამიკის გარდამავალი პროცესები.
სამეცნიერო შრომები: 35 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო.
სამუშაო ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი.
1998-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა სტიპენდიანტი.
1999-2005 წლებში აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის კათედრის გამგე.
2008 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.