.

ავტორი (ები): უილიამ გოლდინგი

ავტორის შესახებ

უილიამ გოლდინგი დაიბადა 1911 წელს კორნვილში.დაამთავრა მარლბოროუს სკოლა,რის შემდეგაც ჩაირიცხა ბრასენოსის კოლეჯში,ოქსფორდი.თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრი სპეციალობით იყო დაკავებული.ის იყო სკოლის მასწავლებელი,ლექტორი,მეზღვაური,მუსიკოსი,მწერალი,მსახიობი.ბავშვობიდან უნდოდა გამხდარიყო მეცნიერი,თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა.უილიამი ეცნობა ინგლისურ ლიტერატურას,ამ დროს ის ოქსფორდში სწავლობს.1935 წელს იბეჭდება მისი პოემების კრებული.1940 წელს ეწერება საზღვაო ფლოტში.უილიამ გოლდინგი 6 წელს ზღვაში ატარებს.ომის შემდეგ მუშაობს მასწავლებლად და ხელმეორედ უბრუნდება თავის ძველ საქმიანობას და იწყებს წერას.1954 წელს გამოდის მისი ცნობილი წიგნი “ბუზთა ბატონი”.1963 წელს ნაწარმოების მიხედვით ფილმიც გადაიღეს.უილიამ გოლდინგი 1993 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა.