ავტორი (ები): პაულო კოელიო
ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/wiki/Paulo_Coelho
ავტორის შესახებ
პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ. 24 აგვისტო, 1947) — ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი. დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1970 წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა ცენტრალურ ამერიკაში, შემდგომში კი ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში. ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს რაულ სეიხასთან ერთად. მოგვიანებით ჰოლანდიაში ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს "ჟ"-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და ქრისტიანობის თავდადებული მიმდევარი გახდა. ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის "რამ" (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც "ჟ" მისი მასწავლებელია. ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროსა და ტარბში (საფრანგეთი).