.

ავტორი (ები): მერაბ ნაჭყებია

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

მერაბ ნაჭყებია დაიბადა 1958 წელს. 1980 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, 1986 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,მსაზღვრელ-საზღვრულის სინტაქსური ურთიერთობა ქართველურ ენებში” და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 3 მონოგრაფიისა და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორ¬ად და ამავე უნივერსიტეტის ქართველური ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორად. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართველური ენების შედარებითი გრამატიკა; ტოპონიმიკა; ეტიმოლოგია; ქართველური დიალექტოლოგია და სოციოლინგვისტიკა.