ავტორი (ები): ჯემალ ქარჩხაძე
ავტორის შესახებ
ჯემალ ქარჩხაძე (დ. 1936, უხუთი, ვანის რაიონი — გ. 1998, თბილისი) — ქართველი მწერალი. ესეისტი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში. პირველი მოთხრობა - „აბზიანიძეების ოჯახი“ 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებულები და რომანები. 1999 წელს რომანისათვის „განზომილება“ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.