შოთა ვარლამის ძე ძიძიგური (დ. 15 აგვისტო 1911, მათხოჯი — გ. 14 დეკემბერი, 1994) — ქართველი ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1963), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1971). შოთა ძიძიგური ავტორია მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია ქართული ენის გრამატიკის მისი ისტორიის დიალექტოლოგიის ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, ონომასტიკის, აგრეთვე ზოგადი ენათმეცნიერული ფოლკლორისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის საკითხები. ნაშრომები[რედაქტირება] „ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან“, სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა, თბილისი, 1954. „ქართული დიალექტების ქრესტომათია ლექსიკონითურთ“, სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა, თბილისი, 1956. „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიისათვის“, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1959. „ნიკო მარი — ქართული კულტურის მკვლევარი“, ნაკადული, თბილისი, 1965. „ენა და ლიტერატურა“, ლიტერატურა და ხელოვნება, თბილისი, 1965. „აკაკი შანიძე“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1967. „ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი“, განათლება, თბილისი, 1970. „ქართველ კლასიკოსთა ენობრივი მემკვიდრეობა“, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1971. „კავშირები ქართულ ენაში“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1973. „ლიტერატურულ-ენათეცნიერული ნარკვევები“, მერანი, თბილისი, 1974. „ქართული დიალექტოლოგიის მასალები“, განათლება, თბილისი, 1974. „ქართული დიალექტოლოგიის მასალები“, განათლება, თბილისი, 1974. „საენათმეცნიერო საუბრები“ (მეორე შევსებული გამოცემა), თბილისი, მეცნიერება,1975 „ბასკები და ქართველები“, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1982. „საენათმეცნიერო საუბრები“, ნაკადული, თბილისი, 1982. „ნიკო მარი, ქართული კულტურის მკვლევარი“, მეცნიერება, თბილისი, 1985. „სიტყვის ცხოვრება“, მერანი, თბილისი, 1988. „რთული წინადადების პრობლემა ქართულ ენაში, კავშირებისა და საკავშირებელი სიტყვების საფუძველზე“, მეცნიერება, თბილისი, 1989. ლიტერატურა[რედაქტირება] ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 278, თბ., 1987 წელი.