.

ავტორი (ები): კახა კვაშილავა

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

კახა ნ. კვაშილავა

ასისტენტ-პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ჟურნალისტი. დაიბადა 1974წ. 15 იანვარს ქ. სოხუმში. 1980-1991 წწ. სწავლობდა ქ. სოხუმის აკაკი წერეთლის სახელობის VI საშუალო სკოლაში. 1997 წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი („ისტორიის“ სპეციალობა). 2009 წ. მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის 30 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის, ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: აფხაზეთის ისტორია, აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორია, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები. ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, რუსულ და იტალიურ (ლექსიკონის დახმარებით) ენებს.